გაზაფხულის სემესტრის მობილობა (2021-2022 სასწავლო წელი)
სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/news/2062/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №14/01-01, 25.01.2022)
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები: 
 
- დოკუმენტაციის მიღება – 11 – 14 თებერვალი;
 - უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 15 - 16 თებერვალი;
 - სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 17 თებერვალი;
 - საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 თებერვალი;
 - მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 18 თებერვალი;
 
საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
- უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 15 თებერვალი (10:00 სთ);
 - გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი (17:00 სთ);
 - გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 თებერვალი (11:00 -13:00 სთ);
 - აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი (15:00 სთ);
 - გასაუბრება სპეციალობაში - 16 თებერვალი (17:00 სთ).
 
ვაკანტური ადგილები:
 
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება (ბრძ: №10/01-01, 20.01.2022)
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
 
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
 - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
 - პირადობის მოწმობის ასლი;
 - წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 - სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართებზე):
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: gvantsa.eristavi@tsu.ge
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
ელექტრონული ფოსტა: lasha.chkheidze@tsu.ge
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
ელექტრონული ფოსტა: academicaffairs@iset.ge
ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177